ორი წელი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან


უკრაინაში ვითარება ყოველდღიურად უფრო რთულია - ქვეყნის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში სიგნალი ისმის. ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ინტენსიურად იბომბება ზაპოროჟიეს ოლქიც, სადაც ორი ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში მტრებმა 600-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ასევე, რუსები თავდაცვის გარღვევას შეეცადნენ მარინსკის მიმართულებაზე. დაიბომბა სუმის ოლქიც.

უკრაინულმა ძალებმა კი, ხერსონის ოლქში „სუ-34“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია კრასნოდარის მხარეში ჩამოგდებული კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის სარადარო თვითმფრინავის შესახებაც, რომლის ღირებულებაც 350 მილიონი დოლარია.

ომის ორი წლისთავს დღეს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან