რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. როგორც კიევში აცხადებენ, თავდასხმის სამიზნე ნიკოლაევის ოლქი გახდა. შედეგად ერთ-ერთ დასახლებაში კერძო სახლი დაზიანდა. შეტევა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, რომ რუსეთის სამ ოლქს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. მოსკოვში ამბობენ, რომ დრონები ტულიში, სმოლენსკსა და ორლოვოში ჩამოაგდეს. დრონები შენიშნეს სანქტ-პეტერბურგთანაც, რის შემდეგაც ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ-ლუგის პორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება ვითარებას ფრონტზე. რუსეთის არმია აქტიურად განაგრძობს შეტევას კუპიანსკის და ავდეევკის მიმართულებით. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა შეძლეს ხარკოვის ოლქის დასახლება კრახმალნეოს დაკავება. ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინა არ აპირებს თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას, რადგანაც ეს კონფლიქტის გაყინვას გამოიწვევს. დასავლურ დაზვერვაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ უკრაინაში ომის კიდევ მინიმუმ ორი წელი გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან