ორი წელი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან
საომარი მოქმედებების ორი წელი უკრაინაში - უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 410 ათასამდე რუსი სამხედროა მოკლული. რუსული მხარე კი ამბობს, რომ უკრაინამ 437 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ჩავიდნენ. რაც შეეხება ვითარებას, ქვეყნის რამდენიმე ოლქში ახლა საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ინტენსიურად იბომბება ზაპოროჟიეს ოლქიც, სადაც ორი ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში მტრებმა 600-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ასევე, რუსები თავდაცვის გარღვევას შეეცადნენ მარინსკის მიმართულებაზე. დაიბომბა სუმის ოლქიც. უკრაინულმა ძალებმა კი, ხერსონის ოლქში „სუ-34“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია კრასნოდარის მხარეში ჩამოგდებული კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის სარადარო თვითმფრინავის შესახებაც, რომლის ღირებულებაც 350 მილიონი დოლარია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ორი წელი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების ორი წელი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის ორი წელი და სამომავლო...
ამერიკის ხმა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წელი
ამერიკის ხმა
2 წელი ომის დაწყებიდან
Formula News
ომის ორი წელი — რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგები უკრაინ...
Euronews Georgia
რამდენად ეფექტურია ამერიკის დახმარება უკრაინისთვის?
ამერიკის ხმა