საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
ომის 28-ე დღე - უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება. კიევის გარეუბანში მდებარე ქალაქ ირპენის 80 %-ს უკვე უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელმა სამხედროებმა ირპენის, ბუჩისა, გოსტომელის რაიონში რუსული ძალები ალყაში მოაქციეს. ირპენის მერის თქმით, ქალაქი გრადის სარაკეტო სისტემით მასიურად იბომბება. საოკუპაციო ძალების სამიზნეს კი, საცხოვრებელი კორპუსები წარმოადგენს. ქალაქში 6000-მდე მოქალაქე რჩება. გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებშიც. დაშავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. დაიბომბა სავაჭრო ცენტრი, კერძო სექტორის სახლები და მაღალსართულიანი შენობები. გარდა ამისა, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვში, მდინარე დესნაზე მდებარე საავტომობილო ხიდი დაბომბეს, რომელიც ქალაქს კიევთან აკავშირებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი ღერძი. ხარკოვის შემოგარენში დაიბომბა სოფელი ლაზოვაია. მედიის ცნობით დაღუპულია ერთი და დაშავებულია ცხრა ადამიანი. უკრაინის ვიცეპრემიერის განცხადებით, დღეს უკრაინის ქალაქებში ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, თუმცა მათ შორის მარიუპოლი არ არის,რადგან ქალაქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოდესის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს. პენტაგონის ცნობით, არის ნიშნები, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს თავს, არამედ ზოგიერთ რაიონში შეტევაზეც გადადის. უკრაინაში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. პირდაპირ კავშირზე რატი ხვისტანი და ოპერატორი დავით ცირიკიძე გამოდიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 139-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში - 98-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის კრიზისი - ომის 169 - ე დღე - მთავარი მოვლენები და პ...
Radio Atinati
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster