უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება

07.12.2022 01:27

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება - ღამის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საჰაერო იერიშის საფრთხე იყო კიევის ოლქშიც. გენშტაბის ცნობით, უკრაინაზე იერიშები ე.წ. კამიკაძე დრონებით განხორციელდა. ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ძალებმა 17 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. ზაპოროჟიე დაიბომბა დრონებითა და „S-300“-ის რაკეტებით, დაშავებულია სამი ადამიანი. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. მოგვიანებით კი უკრაინელი სამხედროები და ექიმები დააჯილდოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო