ზუგდიდში კიბოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს
კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია „ქსენონმა“ საინფორმაციო კამპანია გამართა. ის მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას, რათა საზოგადოებამ კიბოს ადრეულ პრევენციასა და საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უფასო სკრინინგ პროგრამების შესახებ უფრო მეტი გაიგოს. ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას თქმით, საქართველოში უფასო სკრინინგ ცენტრები 2011 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მოსახლეობის დაბალი ცნობიერების დონიდან გამომდინარე, მომართვიანობა ნაკლებია. „საქართველოში მოქმედებს ოთხი უფასო სკრინინგ პროგრამა. ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის. ორი სკრინიგ პროგრამა, რომელშიც 50-60 წლის მამაკაცებს შეუძლიათ მონაწილეობა. ეს არის პროსტატასა და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები“, - აღნიშნა ჯანაშიამ. ამ დღესთან დაკავშირებით ასოციაციამ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა, რომლებშიც მოცემულია იმ სამედიცინო ცენტრების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა. ასევე დაიდგა მემოგრამის აპარატი, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეებს შეეძლოთ, სასურველი სლოგანით ფოტო გადაეღოთ. საინფორმაციო კამპანია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ასოციაცია "ქსენონმა" ზუგდიდში კიბოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
Tatia Rogava
ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამედიცინო აღჭურვილო...
Radio Atinati
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati
კიბოს ადრეული გამოვლენა და ეფექტური მართვა - მრგვალი მაგიდა...
Radio Atinati
კიბოს სკრინინგის პროგრამა ზუგდიდში
Livepress. ge
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნება
Radio Atinati
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამე...
Radio Atinati
ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზ...
Radio Atinati