ასოციაცია "ქსენონმა" ზუგდიდში კიბოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია „ქსენონმა“ საინფორმაციო კამპანია გამართა. ის მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას, რათა საზოგადოებამ კიბოს ადრეულ პრევენციასა და საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უფასო სკრინინგ პროგრამების შესახებ უფრო მეტი გაიგოს. ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას თქმით, საქართველოში უფასო სკრინინგ ცენტრები 2011 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მოსახლეობის დაბალი ცნობიერების დონიდან გამომდინარე, მომართვიანობა ნაკლებია. „საქართველოში მოქმედებს ოთხი უფასო სკრინინგ პროგრამა. ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის.ორი სკრინიგ პროგრამა, რომელშიც 50-60 წლის მამაკაცებს შეუძლიათ მონაწილეობა. ეს არის პროსტატასა და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები“, - აღნიშნა ჯანაშიამ. ამ დღესთან დაკავშირებით „ქსენონმა “საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა, რომელშიც მოცემულია იმ სამედიცინო ცენტრების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა, ასევე დაიდგა მემოგრამის აპარატი, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეებს შეეძლოთ, სასურველი სლოგანით ფოტო გადაეღოთ. საინფორმაციო კამპანია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში კიბოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს
Radio Atinati
კიბოს ადრეული გამოვლენა და ეფექტური მართვა - მრგვალი მაგიდა...
Radio Atinati
ზუგდიდში ასოციაცი „ქსენონმა“ მრგავლი მაგიდა გამართა
Radio Atinati
აივ/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს
Radio Atinati
ასოციაცია ქსენონმა c ჰეპატიტის..
odishitv