რთველის შედეგები სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებმა შეაჯამეს
10/16/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
კახეთში რთველი დასრულდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ყვარელში, სოფელ შილდაში ადგილობრივ მოსახლეობასა და ღვინის მწარმოებლებთან ერთად, რთველი- 2013 შეაჯამეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში 84-მა კომპანიამ სულ 88 584 ტონა ყურძენი ჩაიბარა და გადაამუშავა. მიმდინარე წელს კახელი მევენახეებისგან რეგიონის ღვინის ქარხნებმა დაახლოებით 60 ათასი ტონა „რქაწითელის\", 26 ათას ტონამდე „საფერავის\", 2 000 ტონამდე კახური „მწვანეს\" და 2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი მიიღეს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1bWZcEI
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1bWZcEI