პრემიერ-მინისტრი „რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში "რთველი 2016"-ის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და რთველის მონიტორინგის შედეგებს გაეცნო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღეისთვის უკვე გადამუშავებულია 68,4 ათასი ტონა ყურძენი, ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების სრულ მზადყოფნას, წლევანდელი რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩასატარებლად. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესის გათვალისწინება. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რთველი წარმატებით ჩაივლის და არცერთ მევენახეს არ დარჩება ჩაუბარებელი ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე, ფიზიკური პირები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონი – 1 კგ. რქაწითელი - 0,45 ლარი; 1 კგ. კახური მწვანე - 0,45 ლარი; 1 კგ. საფერავი - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონი – მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი. ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია განახლებული ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში ნახვა ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge; www.rtveli2016.gov.ge. საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ. #რთველი2016 #სოფლისმეურნეობა2016
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
მამუკა ბახტაძე კახეთში “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავში „რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბი იხსნება
Irakli Gharibashvili
პრემიერი რთველის საკოორდინაციო შტაბში
TV IMEDI
ყურძნის სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა
Irakli Gharibashvili
ქრონიკა 14:00 საათზე - 3 სექტემბერი, 2021 წელი
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრის განცხადება რთველის შესახებ
Irakli Gharibashvili
2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა
Georgian Government
პრემიერმა რთველის შესახებ ანგარიში მოისმინა
Irakli Gharibashvili