ყურძნის სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა
პროვოკაციული ქმედებებით, უსარგებლო ხმაურით და აჟიოტაჟით, ე.წ ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, კახეთის რეგიონს, კახელ გლეხს დანარჩენ მოსახლეობასა და რეგიონებთან აპირისპირებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რთველის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს აბსოლუტურად განადგურდა ვაშლის მოსავალი, ასევე, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა ციტრუსისა და თხილის მოსავალთან დაკავშირებით. „კახეთის გარდა გვაქვს 9 რეგიონი, იქაც რთული ვითარებაა, სტიქია იყო სხვა რეგიონებშიც და ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. გასაგებია, ჩვენ ვთქვით, რომ მევენახეობა სტრატეგიული მიმართულებაა და სწორედ ამდენი ხელშეწყობის შედეგად 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული. ნუთუ ეს საქმე არ არის?! ყურძენზე შარშან სპეკულაციური ფასებიც კი იყო, 1,50; 2,00; 3,00 ლარამდეც კი გადაიხადეს და შემდეგ რამდენიმე გლეხი ალაპარაკეს, 2,00 ლარად როგორ გავყიდო ყურძენიო. აბნევენ მოსახლეობას, ამიტომ, მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მევენახეებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში და არავის მისცეთ საშუალება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა და სახელმწიფო წელსაც იმდენივეს დახარჯავს ამ მიმართულებით, რამდენიც - გასული ორი წლის განმავლობაში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე მესამე წელია, უპრეცედენტოდ წარმატებული რთველი ტარდება. ვრცლად იხილეთ : http://gov.ge/index.php?lang_id=GEO\u0026s...
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
„რთველი 2019“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამები
Finedu
ყურძნის ფასი და რთველი-2022
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მევენახეების ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ შეიცვალა ყურძნის სუბსიდირების პოლიტიკა და მისაღებია თუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთველი 2020 - თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაშლის სუბსიდირების პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთველი 2020 - ყურძნის სუბსიდირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster