მამუკა ბახტაძე კახეთში “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

14.09.2018 01:27

კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი 110 მილიონ ლარს მიაღწია, - “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს კახეთში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო. მთავრობის მეთაური, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, “რთველი 2018”-ის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა. ლევან დავითაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ “რთველი 2018” ორგანიზებულად, წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ ყოფილა. მთავრობის მეთაური დღესვე სოფელ რუისპირში გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიკურ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მზადდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: