კახეთში მე-10 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, წნორის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცეს. წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეათეა. ის ქალაქის ახლოს მდებარე 13 სოფლის 30 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ. აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. ამასთან, როგორც პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების ფილიალები. მათივე ცნობით, პენსიონერებს საშუალება ეძლევათ, ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. „ასევე, მოსახლეობას შეუძლია, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და „სკაიპის“ ოთახით ისარგებლოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
როგორ მიმდინარეობს არჩევნების მე-2 ტური კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ჩართვა კახეთიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმოჩენა თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო ერთი მიზნისკენ გაერთიანდა. Worldrun 2018 კახეთში მე-...
Music Box
#ფერმა მე-8 სეზონს კახეთიდან იწყებს! შემოდგომის ბარაქა - ფიზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განწირული ხმით ვყვიროდი, მიშველეთ მეთქი, მაგრამ არავინ არ მ...
MULTIMEDIA GE