პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში
სამეგრელოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრი კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. პრემიერმა შეწამვლის პროცესსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვა საშუალებებზე ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებისგან მოისმინა. აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი გაათმაგებულია და 2019 წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. პარალელურად, აგროკონსულტანტების მონაწილეობით, ტარდება მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები, რათა დროულად ჩატარდეს აგროსამუშაოები და მოსახლეობამ ნაკლებად იზარალოს. მთავრობის მეთაური ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდება. მიმდინარე პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. ბაღის განახლება იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ მინისტრი სამეგრელოში
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
პრემიერ-მინისტრი დილიდან სამეგრელოში იმყოფება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"მარულა 2016-ს" პრემიერ-მინისტრი დაესწრო
Radio Atinati
საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში - პრემიერ-მინისტრის განცხად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თხილობა 2020
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურამ აბსანძის ისტორია - “საქართველოს დაბადება”
პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster