ზუგდიდის ტექნოპარკში წარმატებულ ქართველ მეწარმეს უმასპინძლეს
ზუგდიდის ტექნოპარკმა ონლაინ სტრიმის საშუალებით ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც USAID Zrda პროექტის მხარდაჭერით და Start up grind Tbilisi-ს ორგანიზებით ახალგაზრდა ლიდერთა ტოპ 10-ში დასახელებულმა ქართველმა მეწარმემ ვალერი ჩეხერიამ მეწარმეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. წარმატებული ქართული სასტუმროს ბრენდების შემქმნელმა და აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა კარიერული განვითარების გზასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩეხერია გასულ წელს ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა ტოპ-10-ში დასახელდა და მის შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ისეთ საერთაშორისო მედია საშუალებებში, როგორიცა Forbes, The Financial, Emerging Europe. „Startup Grind” უწევს ორგანიზებას, როგორიცაა ქართველ მეწარმესთან შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ფლობენ ამ მიმართულებით, გაუზიარონ ერთმანეთს. ვალერი ჩეხერიას კი ბევრი აქვს სათქმელი მეწარმეებისთვის, რომლებიც აპირებენ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მსგავსი ტიპის შეხვედრები მნშვნელოვანია ადგოლობრივებისთვის“, - თქვა ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა. შეხვედრას თბილისში, კონსერვატორიაში 500-მდე, ზუგდიდში კი 100-მდე მეწარმე დაესწრო. ისინი ტექნოპარკში გამოცდილების გაზიარებისა და სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად შეიკრიბნენ. „მაშინ, როცა ბიზნესს იწყებ, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რადგან წარმატებული ადამიანი გიყვება მის მიერ განვლილ გზაზე, რაც, თითქოს, გიადვილებს სტრატეგიების და ხედვების დაგეგმვას, რომ მომავალში პრობლემას მსუბუქად აუარო გვერდი და ასევე მსუბუქად დახვდე გამოწვევებს“, - აღნიშნა „ციცის სახელოსნოს“ დამფუძნებელმა. „ეს ყველაფერი მასტიმულირებელია და ფონის შემქმნილი, რომელიც შემდეგ წარმატებაზე აისახება. აუცილებელია და საჭიროა რეგიონისთვის მსგავსი შეხვედრები, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ენთუზიაზმით არიან ჩართულები ამ პროცესში“, - გვითხრა სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა ედაურდ ფარცვანიამ. ღონისძიებაზე ადგილობრივი მეწარმეები, სასტუმროს მენეჯერები, სტარტაპები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" - პროექტის პრეზენტაცია
Radio Atinati
ინოვაციების დღეები ზუგდიდის ტექნოპარკში
Radio Atinati
„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების“ პროგრამის ფარგლებში 150...
Radio Atinati
ინოვაციის დღეები ზუგდიდში
STV NEWS
ზუგდიდის ტექნოპარკში
zugdidelebi
ხმაური მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის პრეზენტაციაზე
Radio Atinati
გიგის ინოვაციური მანქანები - ზუგდიდელი მოზარდის გამოფენა ტექ...
Radio Atinati
ზუგდიდში მეწარმეობის ფორუმი გაიმართა
Radio Atinati