ზუგდიდის თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი წინააღმდეგობების ფონზე გადაწყდა
05/19/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა. საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს მათი უფლებასმოსილების გაზრდას და არა ცენტრალიზაციას. ის აქცენტს საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვაზე აკეთებს.
\"ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებას, მივლინებების, საწვავის და ა.შ. გამოთავისუფლებეული თანხები მიმართული იქნება ზუგდიდის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ\", - აღნიშნა ნანავამ.
აღნიშნულ საკითხს მხარი დამსწრე დეპუტატებიდან მხოლოდ ორმა - სოფელ ნარაზენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაშა თოდუამ და პარტია \"ევროპული საქართველოს\" წევრმა თინათინ თოდუამ არ დაუჭირეს.
\"ეს გადაწყვეტილება არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეს შეაფერხებს მუნიციპალიტეტების განვითარებას\", - ამბობს ყოფილი \"რესბუბლიკელი\" ლაშა თოდუა.
\"ნაციონალური მოძრაობის\" 7 -მა დეპუტატმა კი სხდომა საკითხის დაყენებისთანავე დატოვა.
მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. \"საუნჯეს\" ხელმძღვანლი საკრებულოს გადაწყვეტილებას ცენტრალური მთავრობის დირექტივას უწოდებს და ამბობს, რომ თვითმმართველობა არ უნდა ასრულებდეს პარტიულ მითითებებს.
\"საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეების ჩართულობის გარეშე და მათ ინტერესები არ იყო გათვალისწინებული\", - თქვა ფასანძემ.
\"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქრთველოს\" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელისარჩილ თოდუას თქმით, იმ პრობლემებზე, რომელზეც დღეს სახელმწიფო საუბრობს თვითმმართველობების გაერთიანებით არ მოგვარდება.
\"ჩვენი ორგანიზაცია უკვე ოცი წელია საუბრობს რესურსების ხელმიუწვდომლობაზე , მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემაზე... ადმინისტრაციული ხარჯები პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემები ამ გზით არ მოგვარდება\", - აღნიშნა მან.
\"სამოქალაქო ჩართულობისა და თანასწორობის ცენტრის\" ხელმძღვანლი ციცინო შენგელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და სამწუხაროს უწოდებს.
\"დეპუტატმა საკუთარი თემი, სოფელი არ დაიცვეს... დარწმუნებული ვარ თითოეული აქ მყოფი, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ საკითხს, წლების შემდეგ ინანებს\", - ამბობს ციცინო შენგელია.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულომ 23 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიზანშეწონილად ცნო თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/