ენმ საკრებულოს გუშინდელი სხდომის ოქმის გასაჩივრებას აპირებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებს. პარტიის წევრების თქმით, გუშინდელი სხდომა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. ისინი ოქმის გასაჯაროებას ითხოვენ, რაზეც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე იმსჯელეს. „გუშინდელი სხდომა არ ჯდებოდა არც სამართლებრივ და არც მორალურ ჩარჩოებში. ჩატარდა პროცედურული დარღვევებით. სხდომის თავმჯდომარემ საკითხი ისე დააყენა, რომ არ გამოუცხადებია, თუ რას ეყრებოდა კენჭი. საკრებულოს აპარატს არ დაუთვლია, თუ რამდენი მომხრე ჰყავდა საკითხს. სხდომის დასრულების შემდეგ ვითხოვეთ ოქმი, რომელიც საიდუმლოდ შედგა“, - განაცხადა ანა წითლიძემ. ამასთან, ოპოზიციური პარტია ოქმის მოპოვების შემდეგ სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას თქმით, სხდომამ დარღვევების გარეშე ჩაიარა და ის რეგლამეტის შესაბამისად წარიმართა. „ოქმის თაობაზე არის სამ დღიანი ვადა, როდესაც საკრებულოს აპარატი ამზადებს ამ ოქმს ჩანაწერების მიხედვით, თითეულ მოსაზრებას ანალიზი უნდა, ეს ხდება აუდიო ჩანაწერის მიხედვით, რაც ფიქსირდება ოფიციალურ დოკომენტებში ჩანაწერების სახით და ამის შემდეგ იძენს საბოლოო სახეს. ყველაფერი ჩატარდა წესის მიხედვთ უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ ის დონე რაც აუცილებელი ოყო მსგავსი შეხვედრების დროს. ნაცვლად იმისა რომ მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ჩვენი მოსაზრებები გამოგვეხატა, ავირჩიეთ ის გზა რომელიც მიმართული იყო ჩაშლისკენ და ქაოსისკენ, რაც მიუღებელია“, - აღნიშნა ნუგზარ სარიამ. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკურებულომ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი დაამტკიცა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„ენმ“-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა
Radio Atinati
ბათლომე შელია: ენმ-ს წევრები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გელა...
Radio Atinati
საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში - პირველადი შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აქციების გამარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა დატოვა | პარტიაში დაპ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ზუგდიდსა და ჭიათურაში ენმ-ს საკრებულოს წევრების ნაწილმა პარტ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევის გამო ენმ-ს საკრებულოს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვაშაძის მიერ მარნეულში წარდგენილი მაჟოროტარობის კანდიდატი სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster