საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში - პირველადი შედეგები

02.10.2022 03:32

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68 პროცენტი ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი მამუკა ტუსკაძემ - ეს ცესკო-ს წინასწარი მონაცემია. პირველადი შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ წევრმა. საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ცნობით, ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან, წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელებისთანავე ამოიბეჭდა. მონაწილეობა მიიღო 1 021 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია. ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ მონაწილეობა. შეგახსენებთ, არჩევნები ცესკო-მ მას შემდეგ დანიშნა, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ დატოვა. სენაკის საკრებულოში 32 წევრი იყო, 16 „ქართული ოცნებიდან“, 12 ენმ-დან  და 4 „გახარია საქართველოსთვის“. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, სენაკის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, - 17 წევრი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში
03:01

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში
03:47

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში
03:09

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში - ბრიფინგი ცესკო-ში
03:42

საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში - ბრიფინგი ცესკო-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საია სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს
02:45

საია სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საია-ს სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ
01:37

საია-ს სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საია ცესკო-ს წინააღმდეგ - არჩევნები სენაკში
06:22

საია ცესკო-ს წინააღმდეგ - არჩევნები სენაკში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი
02:05

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო