საია სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკო-ს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. „გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკო-მ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 31 მაისიდან შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე ექვს თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს. საია-ს განცხადებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამოხმაურება მოჰყვა. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებას სენაკის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია ცესკო-ს წინააღმდეგ - არჩევნები სენაკში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია
info9 info99
სტრასბურგის სასამართლო
info9 info99
„საია"
OkribaNews ge
საია
info9 info99
საია
TV 25