საია-ს სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ

15.08.2022 01:37

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე სასამართლო სხდომა დასრულდა, რომელიც სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას უკავშირდებოდა. საკითხზე გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე ექვს თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კი აცხადებს, რომ ცესკო-მ იხელმძღვანელა მოქმედი რეგულაციებით და კანონის სრული დაცვით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: