საია იუსტიციის საბჭოს წევრის გასაუბრებაზე აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ანა დოლიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. დავის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ის ნორმები, რაც მოსამართლეობის კანდიდატს არაობიექტურობისა და მიკერძოების გამო აძლევს უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების უფლებას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიკერძოებულად იქნა მიჩნეული ანა დოლიძის განცხადება, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრი ამბობს, რომ მოსამართლეებად არ უნდა ყოფილიყვნენ დანიშნული სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში გამოცდილების მქონე ის მოსამართლეები, რომელთა ხელითაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა რეპრესიებს. ამ განცხადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ააცილა ანა დოლიძე 4 მოსამართლის დანიშვნის პროცესს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.