ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი ხმაურის ფონზე დაამტკიცა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხი 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა ხმაურით დაიწყო და მის დასრულებამდე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ დაუჭირეს. საკითხის დამტკიცების შემდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები იმ დეპუტატებს დაუპირისპირდნენ, რომლებმაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.მანამდე სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა. ის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ დატოვა. შესვენების გამოცხადების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქისთვის სიტყვის მიცემა გახდა, რაც სხვა დამსწრეებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ნატალია შეროზიამ სიტყვის უფლება "ქართული ოცნების" მხარდამჭერს მისცა. სხდომას საკრებულოს თხუთმეტივე წევრი, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე ომყოფებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები''. საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა შიანაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: ,,მეტი დეცენტრალიზაცია’’, ,,ნუ მოკლავთ თვითმართველობას,’’ ,,მოქალაქის ძალა თვითმართველობაშია’’, ,,ზუგდიდი - ჩემი ქალაქია?!’’ და სხვ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი შ...
Radio Atinati
ზუგდიდის თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი წინააღმდეგობ...
Radio Atinati
არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უა...
Radio Atinati
არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილ...
Radio Atinati
"ამ ადამიანებმა ზუგდიდს ქალაქის სტატუსი წაართვეს" - პლაკატებ...
Radio Atinati
ენმ საკრებულოს გუშინდელი სხდომის ოქმის გასაჩივრებას აპირებს
Radio Atinati
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიასთან გვირგვინი მიიტანეს
Radio Atinati
ენმ ზუგდიდის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს
Radio Atinati