რა წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტში“
04/24/2024
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში „ქართული ოცნების“ ინიციატივა რუსული კანონის ანალოგადაა მიჩნეული.
კანონპროექტი რუსეთში 2012 წლიდან ამოქმედებული რეგულაციების იდენტურია ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვისაც. ამიტომ ინიციატივის მოწინააღმდეგეთა ლექსიკონში ყველაზე ხშირად სწორედ ტერმინი რუსული კანონი ისმის. ბრალდებების პასუხად მმართველი გუნდი ცდილობს, ოპონენტები დაარწმუნოს, რომ მათ პროექტს რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი აქვს და ბევრად რბილია. პირველ არგუმენტად სახელწოდება სახელდება. სიტყვა აგენტი ამჯერად კანონპროექტის სათაურიდან ამოღებულია და ის უცხოური გავლენით არის ჩანაცვლებული. განმასხვავებელ ფაქტორად მიუთითებენ კანონის ადრესატებსაც. რუსული კანონი არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება და დაფინანსების დეკლარირების ვალდებულების დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ოპონენტები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ კანონის მოქმედება რუსეთშიც მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებით დაიწყო და წლებთან ერთად რეგულაციები სულ უფრო გამკაცრდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.