ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია - რა წერია გაფართოების დოკუმენტში

09.11.2023 01:07

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს და რა წერია ევროკომისიის გაფართოების დოკუმენტში. გაუმჯობესდეს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ასევე, ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ქმედებები დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციით მანიპულაციის დასაძლევად, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ. გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. დაასრულოს და განახორციელოს სასამართლოს სრული და ეფექტური რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულება, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის დაცვით. გადაჭრას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის საკითხები და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით, - წერია ანგარიშში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დეოლიგარქიზაცია - ევროკომისიის მეხუთე რეკომენდაცია
04:35

დეოლიგარქიზაცია - ევროკომისიის მეხუთე რეკომენდაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთი დღე ევროკომისიის ანგარიშამდე - „მოამბე“ ბრიუსელიდან
04:21

ერთი დღე ევროკომისიის ანგარიშამდე - „მოამბე“ ბრიუსელიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპული საბჭოს სამიტი
15:49

ევროპული საბჭოს სამიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში იგზავნება
05:19

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში იგზავნება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან
05:50

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს
09:38

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია | ნიკა გვარამიას ჩართვა ბრიუსელიდან [სრული ვერსია]
16:48

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია | ნიკა გვარამიას ჩართვა ბ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს | \"ოცნება\" საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს
04:40

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს | "ოცნება" სა...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ყველა ვიდეო