ევროპული საბჭოს სამიტი
ბრიუსელში გადამწყვეტი მოლაპარაკებები დაიწყო. ევროპული საბჭოს ისტორიულ სამიტზე უნდა გადაწყდეს, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. წინასწარი განწყობები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ და სტატუსის მისაღებად ჩატარებულ სამუშაოებში პროგრესს აღიარებენ. საქართველოსთვის სტატუსის მიცემის მომხრეა უნგრეთის პრემიერიც, რომლის პოზიცია ახლა ევროკავშირისთვის მთავარი დილემაა. ვიქტორ ორბანი კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების არგუმენტით უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ევროპის ქვეყნების მეთაურებს მისი გადარწმუნების და კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვთ. მაგიდაზე დადებულ გაფართოების პაკეტში ყველაზე რთული თემა სწორედ უკრაინას ეხება. ორბანის პოზიციის შესაცვლელად მას ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის ლიდერები და წამყვანი ქვეყნების მეთაურები პირადად შეხვდნენ. რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის გაფართოებაზე გადაწყვეტილებები და თამამი ნაბიჯები თავად ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა - ასეთია ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი. სალომე ქოქიაშვილი ელოდება ისტორიული სამიტის შედეგებს, სალომე, რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ საქართველოზე და რამდენად არის შანსი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საკითხზე უნგრეთის პრემიერთან შეთანხმება მოახერხონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპული საბჭოს სამიტი
TV IMEDI
ევროპული საბჭოს სამიტი
TV IMEDI
ევროპული საბჭოს სამიტი
TV IMEDI
ზელენსკის მიმართვა ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
🔴 დღის კომენტარი 15:30 საათზე (14.12.2023)
info news
საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 14 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster