საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე
წელიწადნახევრიანი მოლოდინი ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა. გაფართოებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის კონსენსუსური შეთანხმება შედგა. კანდიდატის სტატუსი საქართველოს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან - ასეთია ევროპული საბჭოს სამიტის შედეგი. მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო. მთავარ დილემას უნგრეთის პოზიცია ქმნიდა. ვიქტორ ორბანი უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას ბოლო წუთამდე ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილებას ვეტო არ დაადო, თუმცა ხმების დაფიქსირების დროს დარბაზში აღარ იმყოფებოდა. გაფართოების პაკეტი დამტკიცებულია - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენიდან წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს. მანამდე იყო საკმაოდ გრძელი და რთული გზა, თავდაპირველად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის აღიარება, 12-პუნქტიანი დავალება და ბოლოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, რომელიც 14 დეკემბერს ევროპის 27 ქვეყნის ხმებით ოფიციალურად გაფორმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გზა ევროკავშირისკენ - საქართველოს წევრობის კითხვარი გადაეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გზა ევროკავშირისკენ - პოლიტიკური ძალების შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
188
საქართველოს ევროპული გზა - ერთი წელი ევროკავშირის წევრობაზე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster