საქართველოს ევროპული გზა - ერთი წელი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადიდან
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადიდან ერთი წელი გავიდა. ჩვენი ქვეყანა განაცხადის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში პროცესი დააჩქარა. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე”, – თქვა დოკუმენტის ხელმოწერისას პრემიერმა. განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე თვეში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიანიჭა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკვე აცხადებს, რომ ღრმად სწამს, ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით. „ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კი კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას. განვლილ ერთ წელში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს; გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თაობათა არჩევანი - "არა რუსულ კანონს"
ამერიკის ხმა
ევროკავშირში განაცხადების განხილვა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ბაქრაძე სტუდენტებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავა ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა ამომრჩეველთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster