გზა ევროკავშირისკენ - საქართველოს წევრობის კითხვარი გადაეცა
ისტორიული დღე საქართველოსთვის. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი მიიღო. ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა, სადაც საქართველოს და მოლდოვას შესაბამისი დოკუმენტი გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გადასცა. ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ახალი ეტაპი, იწყება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესი. საქართველოს 369 შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - სამ მიმართულებად დაყოფილი კითხვები ყველა სფეროს მოიცავს. კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა კითხვარის სწრაფად და ხარისხიანად შევსება ხელისუფლების მხრიდან მთავარ ამოცანად ცხადდება. შევსებულ კითხვარს ევროკომისია შეაფასებს და გადაწყვეტს, იმსახურებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თუმცა მისი შეფასება ბოლო ეტაპი არ იქნება. შესაბამისი რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოში უნდა გაიგზავნოს, სწორედ მან უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გზა ევროკავშირისკენ - პოლიტიკური ძალების შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ევროკავშირისაკენ მიმავლ გზას კიდევ ერთი ნაბიჯით ა...
TV IMEDI
გზა ევროკავშირისკენ - საქართველოს კითხვარი გადაეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დემოკრატიის კვალდაკვალ / In the Footsteps of Democracy / ლექ...
Konrad Adenauer Foundation South Caucasus
„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ - კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ - თბილისში ამ სახელწოდების...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ეს კანონი ხერგავს გზას, რომ საქართველო წავიდეს წინ“, — ვანო...
Formula News
ქრონიკა 20:00 საათზე - 3 ივნისი, 2022 წელი
TV IMEDI