დემოკრატიის კვალდაკვალ / In the Footsteps of Democracy / ლექცია I

11/14/2018

ლექციის თემა: საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია
მომხსენებელი: გია ნოდია

კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოში ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გადავწყვიტეთ ახალი პროექტის, ლექციების ონლაინ სერიების მომზადება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ისტორიულ კონტექსტს განიხილავს 1991 წლიდან დღემდე.

რამდენიმე კვირის წინ, მაინის ფრანკფურტში, გერმანიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნების გამოფენა გაიხსნა, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმის გააზრება თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ქართული კულტურა; თუმცა, ასევე ცხადი გახდა, რომ საქართველოს გზა დღემდე მარტივი არ ყოფილა. 1991 წელს, საქართველო ფაქტობრივად სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. კომუნისტური იმპერიის დანგრევის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც დაიმსხვრა. ქართველებს თვითძიება მოუწიათ და მალევე დაადგნენ გზას ევროკავშირისკენ. მალევე ისიც ცხადი გახდა, რომ გზა ევროკავშირისკენ მარტივი არ იქნებოდა. ლექციათა ამ სერიით გვსურს საქართველოს ევროკავშირისკენ გზის რამდენიმე ასპექტი მიმოვიხილოთ. ვიწყებთ პროფესორ გია ნოდიას ლექციით, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი გახლავთ. - ტომას შრაპელი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი.

25 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სახელმწიფომ დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო. რა იყო ზოგადი ტენდენციები, ძირითადი სტრატეგიები, პოლიტიკა და საგარაო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ან აბრკოლებდნენ ტრანსფორმაციის პროცესს? რა მნიშვნელოვანი მიღწევები და წარუმატებლობები აქვს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციის პროცესში? როგორ შეგვიძლია შევაფასოთ სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და ღირებულებების პერსპექტივები საქართველოში?

More than 25 years have passed since Georgia became an independent state in 1991 and the system transformation commenced in the country. What were general trends, main strategies and policies, principle factors contributing or hampering the transformation process? What are the considerable achievements and failures in political, economic and societal transformation of the country? How can we assess the prospects of statehood, democracy, stability, prosperity and values in Georgia?

(c) Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus
პროექტის ავტორი - გიორგი ბუტიკაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის პროგრამის მენეჯერი

Web: http://www.kas.de/suedkaukasus/

ვიდეოები „Konrad Adenauer Foundation South Caucasus"-ისგან