188
ვნებათაღელვა მმართველი გუნდის რეზონანსული გადაწყვეტილების გარშემო. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს საქართველოს ხელისუფლება ოთხი წლით დღის წესრიგიდან ხსნის. „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზეც, - ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი ბრიუსელს, რომელმაც ბოლო თვეებში მიღებული ორი კანონის გამო საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესი დროებით შეაჩერა და გარკვეული ფინანსური დახმარების პროგრამების გაგრძელებაზე უარი თქვა. ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციების და ევროპელი ლიდერების კრიტიკული განცხადებების ფონზე მმართველი პარტიის პოზიციაა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის თემას შანტაჟის იარაღად და საზოგადოების დასაპირისპირებლად იყენებს. საქართველო, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 11 თვის წინ მიიღო, წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას 2024 წლის ბოლოსთვის ელოდა, თუმცა ბოლო თვეებში ევროკავშირთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის და ბრიუსელის მწვავე გზავნილების გათვალისწინებით, მოლაპარაკების გახსნის პერსპექტივა ეჭვქვეშ იდგა. მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრის შემდეგ პრემიერის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია გზა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ჩემი ცოლის დაქალები - სერია 43 (სეზონი 8)
ჩემი ცოლის დაქალები
აგვისტოს ომი - 12 წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გეგმები და მიზნები/ბიზნესი და ცხოვრება
GIZO.TV
Metro Exodus (გამოსვლა) ➤#8 დამშრალი კასპიის ზღვა
Black Shadow
როგორ უნდა გახდე ჩემპიონი? დავით ქირია: სპორტზე, ანაზღაურებ...
kvaraForYou
#დღისკოდი რატომ მიდის რეჟისორი თეატრიდან? - სტუმარი: მანანა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რივერთაუნი"?
Business Media Georgia
კადრს მიღმა #3 | ჩაშლილი გადაღება
საფეხბურთო იზოლაცია-Football Isolation