აგვისტოს ომი - 12 წელი

08.08.2020

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი. ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

„12 წელია, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან განდევნეს, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი. რუსეთის აგრესიის წინაშე საქართველოს გვერდით დგომას განაგრძობს შეერთებული შტატები, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორის, რონ ჯონსონის „ტვიტერის“ გვერდზე ვკითხულობთ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ ხაზზე“, – წერს ჯონსონი. აგვისტოს ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი.  „საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 12 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას განაგრძობს – წერს დიპლომატი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani