პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან


ექნება თუ არა დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ხმა - საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერი მიიღო.

კანდიდატის სტატუსზე ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში პარიზში ვიზიტი ორმაგად მნიშვნელოვანია. ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის აუდიენცია ძირითადად საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროკომისიის გუშინდელ დადებით რეკომენდაციაზე საუბარს დაეთმო. ოფიციალური თბილისი პარიზისგან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას ელის. საქართველოს მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ფორუმზე შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა კონფლიქტებზე და კრიზისებზე უნდა იმსჯელონ და გამოსავლის გზები დასახონ. ფორუმს დაესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. 

„მოამბე“ პარიზშია, - სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა განცხადებებით დასრულდა ემანუელ მაკრონის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან