ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება / სამწლიანი სასჯელი ნიკოლა სარკოზის #LIVE
• ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება - შეხვედრას, რომელიც დღეს ჩაინიშნა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრება; ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზადაა, ვითარების დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას; ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებული დიალოგის პერსპექტივა და პოლიტიკური შეფასებები; • უპრეცედენტო ვერდიქტი საფრანგეთის უახლეს ისტორიაში და ფრანგული სასამართლოს მსჯავრი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს - კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, ნიკოლა სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება; ქვეყნის ექს-პრეზიდენტს შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს; პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებისთვის იგივე სასჯელი ერგო სარკოზის ადვოკატ ტიერი ჰერცოგს და მოსამართლე ჟიზბელ აზიბერის; • ვაქცინაციის დაწყების თარიღი კვლავ უცნობია - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ქართული მხარე არ არის და მოწოდების ვადებმა მწარმოებელი კომპანიის მიზეზით გადაიწია; პირველ არხთან გაკეთებულ განცხადებაში „კოვაქს პლატფორმა“ შეფერხების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ ვაქცინის საჭირო რაოდენობა დროულად მიიღოს; • 2021წლის ევროვიზიაზე საქართველოს შარშანდელი კონკურსანტი, „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, თორნიკე ყიფიანი წარადგენს - ახალი სიმღერა, რომლითაც კონკურსანტი როტერდამში, დიდ სცენაზე წარდგება, სპეციალურად ევროვიზიის კლიპისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული ნომერი თანამედროვე ბალეტის მონაწილეობით და ყველაზე მასშტაბური ვიდეორგოლი, რომლის პრემიერაც მარტის შუა რიცხვებში შედგება; კონკურსის ნახევარფინალური ტურები და ფინალი ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი / დიალოგის რესურსი მხა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის მედიაცია - მზადება დიალოგისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის მედიაცია - დანიელსონი საქართველოში ბრუნდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო საარჩევნო მოდელი და უმრავლესობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარლ ჰარცელის განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster