რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე
მღელვარება გამოიწვია ევროპარლამენტის რეზოლუციის კიდევ ერთმა პუნქტმა. საუბარია უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ჩანაწერზე, რომელიც დოკუმენტში კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე შესწორების სახით შევიდა. ამ პუნქტში წერია, რომ უნდა შემოწმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გავლენა საქართველოსთვის 2017 წელს მინიჭებული ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. მსგავსმა ფორმულირებამ ოპოზიციის დღის წესრიგში რეზონანსული კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნა კიდევ უფრო გაააქტიურა. ხელისუფლება მითითებულ პუნქტს შანტაჟად და ხალხის დაშინების მცდელობად მიიჩნევს. მმართველი გუნდი შვიდი წლის წინ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვას გამორიცხავს და ოპონენტებს მიუთითებს, რომ რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ევროკავშირის მიერ მკაცრად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომლებიც უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის მიმართ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მიზეზი შეიძლება გახდეს. გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა სჭირდება. მანანა დევაძე არკვევდა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის შემდეგ ემუქრება თუ არა საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ
Formula News
რა წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
№11 2022 აკაკი ჯორჯაძე - საქართველოს ევროკავშირში კანდიდატად...
№11 2022 აკაკი ჯორჯაძე - საქართველოს ევროკავშირში კანდიდატად...
რა წერია სცენარში? - Eyes Wide Shut
შვიდნახევარი
რა წერია აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქ...
ამერიკის ხმა
რა წერია ექსპერტიზის ხმაურიან დასკვნაში, რომელიც მხარეებს შო...
TV IMEDI