PKTV. პროფესორი ნასყიდა დარბუაშვილი ქართული საბანკო-საფინანსო სისტემის სრულ პარტახიზაციაზე
● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php ● შემოგვიერთდით: / pktv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოგვწერეთ შეკითხვები, დატოვეთ კომენტარები. ტელეკომპანია PKTV თქვენს სამსახურშია! "რატომაა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო-საფინანსო პოლიტიკა ანტიეროვნული და რატომ დგას ის ქვეყნის ეკონომიკის დაქცევის ავანგარდში? როგორ ამდიდრებს ქართული საპარტნიორო ფონდი უცხოელებს და არა ქართველებს? რატომაა საბაზრო ეკონომიკა დამღუპველი მცირე ერებისთვის და ვინ შეგვიტყუა ამ ხაფანგში? ? უვიცობა თუ მიზანმიმართული თაღლითობა? - რასთან გვაქვს რეალურად საქმე?" აი კითხვები და მთავარი თემა გადაცემისა, რომელიც 2024 წლის 29 მარტს გავიდა ტელეკომპანია PKTV -ის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას საავტორო პროგრამაში" დიდი გარღვევა PKTV-ზე". გადაცემაში თქვენ მოისმენთ მეტად საყურადღებო საუბრებს - ქართული საბანკო-საფინანსო სისტემის სრულ პარტახიზაციაზე, იმ ხაფანგებზე, რაც ამ სისტემაში ხელოვნურად დაამკვიდრეს ბოლო 30 წლის მანძილზე ქართული ეკონომიკის ელიტარულმა წევრებმა და რისგან თავის დაღწევა ძალიან უჭირს გონიერ საზოგადოებას. გადაცემის სტუმარი ჩვენი ერთგული მაყურებლებისთვის კარგადაა ცნობილი, ეკონომიკის დოქტორი ნასყიდა დარბუაშვილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით გონიერ მაყურებელს იმას, რაც ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე დაგროვდა ამ სისტემაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ხელისუფლება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, ნებით თუ უნებლიეთ, ბოლო სამი ათეული წელია მონაწილეობს ქართველი ხალხის გენოციდში. ჩვენი ხალხის დღევანდელი მდგომარეობა მრავალი კუთხით და მრავალ სასიცოცხლო სფეროში კარგა ხანია გასცდა საგანგაშო ნიშნულს. მათ შორის საბანკო-საფინანსო სექტორში. ყოველივე აქიდან გამომდინარე, ტელეკომპანია PKTV-ი ყველას გასაგონად სვამს უმწვავეს კითხვას - თუ ეს ყველაფერი იცოდა ქართულმა ეკონომიკურმა საზოგადოებამ, ეკოელიტამ, მაშინ რატომ დუმდა და რატომ არ არისხებდა განგაშის ზარებს? რასთან გვაქვს საქმე, ბატონებო და ქალბატონებო, ელემენტარულ უცოდინარობასთან თუ საქართველოს ეკონომიკური ელიტის მიერ ქვეყნის ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო სისტემის სრულ პარტახიზაციასთან და განუკითხაობასთან? გამგები გაიგებს, როცა შეიტყობს თუ: რატომაა საქართველოს კონსტიტუცია ანტიკონსტიტუცია საქართველოს მოსახლეობისთვის? რატომაა სახელმწიფო ბიუჯეტში ქვეყნის ფულადი სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით უამრავი საფრთხე ხელოვნურად შექმნილი და სხვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გულშემატკივარმა და არა ლიბერალურმა ნარჩენებმა, სერიოზულმა და მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოებამ სასწრაფოდ არგუმენტირებული პასუხი უნდა მოსთხოვოს ქვეყნის სათავეში მდგარ ეკონომიკურ გუნდს მთელი 30-32 წლის მანძილზე. მოგვისმინეთ, გვიყურეთ და განსაზღვრეთ, რა დონეზე გვაქვს თავში ხელები წასაშენი ან მათთვის დასაშენი, ვინც ეს გააკეთა! დროა, გამოფხიზლებისა და დიდი-დიადი გარღვევისა, სხვანაირად ჩვენ დიდ და დიად სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ! ჩვენი ღირსეული და მებრძოლი რესპონდენტი, დოქტორი ნასყიდა დარბუაშვილი ძალიან მძაფრად აფასებს განვლილ სამ ათეულ წელს და აცხადებს, რომ შევარდნაძის რეჟიმიდან მოყოლებული ყველაფერს გაკეთდა საიმისოდ, რომ ქართული ეკონომიკა ჩაძირულიყო. ქართულ სახელმწიფოებრიობას ლიბო ბოლომდე მორღვეოდა და ამაში ლომის წილი ქართულ პოლიტ და ეკონომიკურ ელიტას მიუძღვის ბოლო 30-32 წლის მანძილზე. ჩვენ ღიად და გადჭრით ვკითხულობთ, სანამდე? მართლა როდის უნდა გამოფხიზლდეს ქართული საზოგადოება? როდის უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ და ვისი დაკვეთით ხდებოდა ეს? საერთოდაც, რა ხდება დღეს, რა საშიშროების წინაშე დგას ქართული სახელმწიფოს ეკონომიკა? მისი საბანკო-საფინანსო სექტორი? მოკლედ, გვენდეთ და გვიყურეთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეალურ პრობლემებზე, რაც მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას დიახაც აწუხებს და არა ყურით მოთრეულ აბრაკადაბრა საკითხებზე, რასაც ე.წ. ,,პრაძვინუტი“ ნაც-ქოც მედიაორგანიზაციები მიედ-მოედებიან! ჩვენ ვაშუქებთ იმას, რასაც სხვები დანაშაულებრივი დუმილით გვერდს უვლიან! გადაცემის ავტორი და წამყვანი - მედიალოგი, პროფესორი, პუბლიცისტი გიგლა გობეჩია; სტუმარი -ცნობილი ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი ნასყიდა დარბუაშვილი .; ოპერატორი _ გიორგი ფრანგიშვილი; მიმართულების ხელმძღვანელი და პროდუსერი - ქეთი სესიაშვილი. მონტაჟი - ქეთი სესიაშვილი. ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●
PK TV2-ის სხვა ვიდეოები
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია...
წმიდანთა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში, PKTV იხსენებ...
ქარდავები ჯვარის ბატალიონიდან : პრეზიდენტ გამსახუ...
PKTV- ს დოკუმენტური ფილმი "შეხვედრა მუჟავაში ჯვარ...
მე- 2 ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე,...
1-ლი ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე, ლ...
1-ლი ბლოკი: ბრინჯაოში გაცოცხლებული უკვდავება - პრე...
#1 ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის! ვინ არის დამნაშ...
მსგავსი ვიდეოები
ჟურნალისტი სოსო სიმონიშვილი PKTV-ის"დიდ გარღვევაში" : საქართ...
PK TV2
#1.პანდემია - გამიზნული მსოფლიო პოლიტიკა!. პროფესორი დენიზა...
PK TV2
PKTV- პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი ''90 წთ. ლელა ფრიდონიშვილ...
PKTV GE
პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილი კონსტიტუციურ შეთანხმებაზე სახ...
PK TV2
#2. პანდემია - გამიზნული მსოფლიო პოლიტიკა!. პროფესორი დენიზა...
PK TV2
PKTV 'მათქმევინეთ!' - რუბრიკის სტუმარია ფილოსოფოსი, პროფესო...
PK TV2
დეკანოზი ნოდარი (ქათამაძე) PKTV-ს 'სახელმწიფო, ეკლესია, საზ...
PK TV2
ისტორიკოსი ჯემალ გამახარია ავტოკეფალიის შესახებ, PKTV
PK TV2