ცნობილი თამაშები,სადაც საქართველო ფიგურირებს
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, შენი ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი ხარ თუ არა, როდესაც თანამედროვე უცხოურ კულტურაში გვესმის ჩვენი ქვეყნის სახელი, მცირედი სიხარული მაინც გვიპყრობს და ინტერესით ველოდებით, თუ რა ფორმით მოიხსენიებენ საქართველოს. საბედნიეროდ, უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ფილმებსა თუ სერიალებში ხშირად გვხვდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ჩვენ რუსული კულტურის ნაწილად მოგვიხსენიებენ და ალბათ დამეთანხმებით, ეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტია, მაგალითად შერლოკის ფანებს კარგად გვახსოვს ის სერია, სადაც მოქმედება საქართველოში ხდება. უნდა ითქვას, რომ სატელევიზიო შოუს რეჟისორმაცა და სცენარისტმაც საქართველოს ასეთი აღწერით ქართველი მაყურებელი ნამდვილად გულნატკენი დატოვეს. ეს ყველაფერი კინომატოგრაფიას დავუტოვოთ და განვიხილოთ, თუ ამ კუთხით, რა ვითარებაა გეიმ ინდუსტრიაში. დღეს გაგაცნობთ იმ ვიდეო თამაშების, სადაც საქართველოსა და ქართველ პერსონაჟებს ვხვდებით. --------------------------------------------------------------------- ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC წყარო : Trendbook.ge --------------------------------------------------------------------- პირველი, ვინც ჩვენი ქვეყნით დაინტერესდა და თავის სცენარში მთავარ სამოქმედო ლოკაციად საქართველო გამოიყენა, იყო აწ გარდაცვლილი გენიალური ამერიკელი მწერალი, ნოველისტი და გეიმ დიზაინერი - ტომ ქლენსი. პირველად საქართველო გვხვდება თამაშში : Tom Clancy’s Ghost Recon(2001), სადაც მოვლენები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში ვითარდება. თამაშში ამერიკის შეერთებული შტატების ელიტური ქვედანაყოფი „Ghosts“ საქართველოს მთავრობას სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. როგორც ჩანს, ბატონი ტომი მოიხიბლა საქართველოს შინაარსით, ამიტომ ერთი წლის შემდეგ გამოდის საკმაოდ ცნობილი ვიდეოთამაში Tom Clancy’s Splinter Cell,სადაც მოქმედება უშუალოდ 2004 წელის თბილისის ქუჩებში ხდება. ძალიან საინტერესოა, რომ სიტუაცია საქართველოს მილიარდერი პრეზიდენტის – კომბაინ ნიკოლაძის გარშემო ვითარდება, რომელიც სინამდვილეში რუსეთის ფარული აგენტი აღმოჩნდება. მართალია თამაშში შექმნილი გარემო თბილისს არ ჰგავს და ქუჩაში აბრები და წარწერები სინტაქსური შეცდომებით არის სავსე, თუმცა, რაც მთავარია, ქართულია და თამაშის დროს ეს ნამდვილად მოგგვრით ღიმილს. Sniper Ghost Warrior 3 (2017) აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დეველოპერები აღარ უშვებენ ჩვენთვის ისეთ მტკივნეულ შეცდომას, რომელიც ჩვენს რუსულ კულტურასთან გაიგივებას გულისხმობს. ამას მოწმობს 2017 წელს გამოსული Sniper Ghost Warrior 3, სადაც მოქმედება მიმდინარეობს საქართველოს მაღალმთიან სოფლებში. თამაშში ვხვდებით მართლმადიდებლურ ხატებს, დავით აღმაშენებლის ფრესკებს, ეპიტაფიებს და ეკლესიებს, რომელიც ზედმიწევნით იმეორებს რეალურ არქიტექტურასა და გარემოს. მართალია, ქართულ საუბარს ნამდვილად ვერ მოისმენთ, თუმცა აბრები და წარწერები ქართულ ენაზე არის შესრულებული. თამაშის მთავარი გმირი სნაიპერი ჯონ ნორსია, რომელიც დაკარგულ ძმას ეძებს. დაპირისპირება ამ შემთხვევაშიც რუს სეპარატისტებთან უწევს. მრავლად შეხვდებით ქართულ სახელებსა და გვარებს. მთავარი გმირის საცოლე ლიდია ჯორჯაძე გახლავთ, ხოლო მთავარი კონკურენტის სახელი - არმაზი, რომელიც ძალზედ ამოუცნობ და იდუმალ პიროვნებადაა გამოყვანილი. თქვენ ასევე დაესწრებით ქართულ ჯვრისწერას, მანქანით მგზავრობისას რადიოში ქართულ ფოლკლორს ეზიარებით და შეხვდებით ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო აღორძინების ხანა საქართველოში XII-XIII საუკუნეში, რაც საქართველოს ძალზედ მდიდარ კულტურას უსვამს ხაზს. ასევე არსებობს რამდენიმე ვიდეოთამაში, სადაც ჩვენი ნაციონალური თემატიკა მეორე ხარისხოვნად ფიგურირებს, თუმცა აღნიშვნად მაინც ღირს, მაგალითად Deus Ex Mankind Divided (2016) - სადაც საქმე ქართულ მაფიასთან გვაქვს. საინტერესოა, რომ Splinter Cell-ის მსგავსად ამ სერიაშიც ფიგურირებს გვარი ნიკოლაძე, რომელიც კლანის მეთაურია. თუმცა დაპირისპირება უშუალოდ ოთარ ბოტკოველთან მოგიწევთ, რომელიც დვალის ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართველ მონაწილეს GTA IV – The Ballad of gay Tony (2009) -შიც შეხვდებით. ქართველ ბიზნესმენი მარკი აშვილი, რუსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია, რომელსაც საბოლოოდ მთავარი გმირი იმსხვერპლებს. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ინფორმაცია არხის შესახებ : ამ არხზე დაიდება ვიდეოები ყველანაირ თემაზე : კოსმოსი,დედამიწა,სამყარო,საინტერესო ფაქტები,მეცნიერება,შემეცნებითი ვიდეოები,ცხოველები,ყველაზე ყველაზე,ინფორმაციები ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების შესახებ. დროთა განმავლობაში კონტენტი გაფართოვდება და უფრო დაიხვეწება. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- რატომ ქვია არხს ბილი ? ვიცი რომ საშინელი სახელია :/ მეც ისეთივე user ვარ როგორც თქვენ... ამ არხს ვიყენებდი ვიდეოების მოსაწონებლად და დასაკომენტარებლად. შემდეგ რამდენიმე ვიდეო ავტვირთე ,არ ველოდი ამდენ გამომწერს და ახლა სახელს ვერ ვცვლი ;დ
bii hehe-ის სხვა ვიდეოები
10 მოულოდნელი რამ,რაც თქვენს ტვინს ზიანს აყენებს
5 საუკეთესო ფილმი სოციალური ქსელების შესახებ
02:40
6 ყველაზე ცნობილი ფოკუსის ახსნა
02:45
7 რამ,რაზეც გვსმენია თუმცა არასდროს გვინახავს
05:04
11 მისტიური მოვლენა,რომელიც ჩვენი ძილის დროს ხდება
03:08
როგორი იქნება ადამიანი 1000 წლის შემდეგ
02:09
9 მტკიცებულება,რომ ჩვენი ორგანიზმი უფრო ძლიერია ვი...
04:02
5 უძველესი არტეფაქტი საქართველოდან, რომელმაც მსოფლ...
მსგავსი ვიდეოები
ცნობილი თამაშები,სადაც საქართველო ფიგურირებს
იცოდით, რომ
20-01-2013 Head coach of the Georgian Boxing Federation Rama...
Sergo Davlianidze
#თაობა - კიბერ სივრცე | ვიდეო თამაშები სერიალების და ფილმებ...
პირველი არხი #ტელესკოლა
#თაობა - მენტალური ჯანმრთელობა
პირველი არხი #ტელესკოლა
#თაობა - კიბერ სივრცე | რომელ ვიდეო თამაშებს უნდა ველოდოთ უ...
პირველი არხი #ტელესკოლა
9 ცნობილი მულტფილმი,რომლის ანალოგებიც მთელ მსოფლიოში მოიძებნ...
bii hehe
5 უძველესი არტეფაქტი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
bii hehe
Rustavi 2 ბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალური დეტალები ექს...
GreenBeats