თბილისის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი ლანა ღოღობერიძეს

04.12.2015 01:03

3 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში, თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო „პრომეთე“ გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართება ლანა ღოღობერიძის ფილმის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ ჩვენება. თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდო წელს დააწესეს. ფესტივალის ბოლო დღეს, კიდევ ერთი სპეციალური პრიზი გაიცემა, რომელსაც სომეხი რეჟისორი, ერევნის კინოფესტივალისა და „ოქროს გარგრის“ კინოფონდის დამფუძნებელი ჰარუტიუნ ხაჩატრიანი მიიღებს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: