23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა

11.12.2022 01:38

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. მთავარი ჯილდო, „ოქროს პრომეთე“ სოსო ბლიაძის ფილმს „ჩემი ოთახი“ გადაეცა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გამარჯვებული კი კატალინა ბაქრაძის „ჩემი მეგობარი ანდრო“ გახდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ დოკუმენტურ ფილმების ნომინაციაშიც. წელს ჟიურის სპეციალური ჯილდო უკრაინელი რეჟისორის, მარინა ერ გორბაჩის ნამუშევარმა მიიღო. კინოში ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირის სპეციალური პრიზი კი იაპონელ რეჟისორს გადაეცა. ერთი კვირის განმავლობაში, ფესტივალზე ჯამში 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო