✔ ჩუბის 60 კითხვა / სტუმარი: გივი სიხარულიძე / CHUB1NA.GE / 21.07.2020
07/21/2020
chub1na.ge-ის
მიერ
● გივი სიხარულიძე დაიბადა 1944 წლის 28 თებერვალს, ქალაქ თბილისში, პედაგოგების ოჯახში. მამა, დიმიტრი სიხარულიძე, პროფესიით ისტორიკოსი, წლების განმავლობაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. დედა, ეთერ ტალალაევა - სიხარულიძე, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლდათ.
● გივი სიხარულიძე 1961 წელს, 85-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც 1969 წლამდე იღებდა განათლებას. ამავდროულად, იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდიაში სწავლობდა. 1961 წელს გახდა სუხიშვილისა და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი.
● 1988 – 2006 წლებში ბატონი გივი სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლ \"თბილისის\" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმეისტერი იყო. იგი არის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. 70 წლის იუბილეზე მას მიენიჭა რაინდის წოდება ქორეოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის.
● 1972 წლიდან იწყება გივი სიხარულიძის სამსახიობო კარიერა. იგი გადაღებულია არაერთ ფილმში: \"გასეირნება\" (1972) - რეჟისორი ზურაბ თუთბერიძე; \"ჭიდაობას რა უნდა\" (1988) - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი; \"ტურანდოტი\" (1989) - რეჟისორი ოთარ შამათავა; \"გაჭედილები\" (2002)(ასევე არის ფილმის მთავარი პროდიუსერი) - რეჟისორი გუგული მგელაძე; \"დაუმთავრებელი პორტრეტი\" - რეჟისორი უშანგი მჭედლიძე; \"აგვისტოს ხუთი დღე\" (2011) (აშშ) - რეჟისორი რენი ჰარლინი; \"უძინართა მზე\" (1992) – რეჟისორი თემურ ბაბლუანი (ფილმმა მოიპოვა არა ერთი საერთაშორისო პრიზი: ბერლინის საერთაშორისო კინო-ფესტივალის \"ვერცხლის დათვი\"; მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის \"ნიკა\"; სოჭის კინო-ფესტივალის \"გრანპრი\"; საქართველოს საერთაშორისო კინო ფესტივალის \"ოქროს არწივი\"); \"მემკვიდრეობა\" (2006)(საფრანგეთი) - რეჟისორი თემურ ბაბლუანი (ფილმმა 2007 წელს სანდენსის საერთაშორისო კინო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა).
● მას ასევე შესრულებული აქვს მთავარი როლი ქართულ მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში \"ცხელი ძაღლი\".
● როგორც რეჟისორმა, გივი სიხარულიძემ საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო შემდეგი ფილმები: \"ქუჩის დედოფალი\", რომელმაც გაიმარჯვა ბათუმის მესამე საერთაშორისო კინო-ფესტივალზე; \"გათოშილი ბეღურები\" (მთავარი როლის შემსრულებელმა ირინკა წერეთელმა მოიპოვა პრიზი ბავშვის როლის საუკეთესო შესრულებისათვის); \"ძია სკრიპკა\"; \"უვაჟაემი\".
● 2006 წელს ჟურნალ \"სარკის\" გამოკითხვით, რომელიც სრულიად საქართელოს მოიცავდა, ბატონი გივი წლის საუკეთესო ქართველ მამაკაც მსახიობად დასახელდა.
● იგი იყო ჟურნალის \"ლიტერატურა და ხელოვნება\" და მოსკოვის ლიტერატურული ჟურნალის \"Дом растов\" რედკოლეგიის წევრი. ასევე, გახლდათ ჟურნალ \"ორბის\" მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე და საქართველოს მწერალთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების გამგე.
● გივი სიხარულიძე არის 17 წიგნის ავტორი, წერს ნოველებს, ლექსებს და რომანებს. 2005 წელს, მისი ნოველების კრებული \"ის + მე\" დაჯილდოვდა ნიკო ლორთქიფანიძის(ცნობილი ქართველი ნოველისტი) პრემიით.
● 1980 წლიდან მისი შემოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში იბეჭდება. მრავალი ნაწარმოები გადათარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, უკრაინულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. აქედან რვა მოთხრობა ქართული პროზის ანთოლოგიაშია შესული. მწერალმა ახალი ჟანრი შემოიტანა ქართულ მწერლობაში - თბილისური ნოველები. იგი, ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
● 2013 წელს, ბატონმა გივიმ მსოფლიო საოპერო ვასკვლავის, ლადო ათანელის ბიოგრაფია ასახა ნოველებში, რომელიც ამავე წელს გამოიცა წიგნად.
● მას მიჰყავდა არაერთი სატელევიზიო გადაცემა. ასევე, იყო \"საქართვველოს ხმისა\" და \"აფხაზეთის ხმის\" რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი.
● გაზეთ \"ახალი ვერსიის\" სოციოლოგიურმა სამსახურმა ბატონ გივის მიანიჭა \"დედაქალაქის კოლორიტის\" წოდება. ამასთან, იგი ატარებს ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქის სტატუსს.
● იგი არის ჩოგბურთელი და მთისა და წყლის მოთხილამურე.
● გივი სიხარულიძის მეუღლე, ქალბატონი რუსუდანი პროფესიით ექიმი იყო. იგი, მისი მეუღლის მოვლენებით აღსავსე და მრავალფეროვანი ცხოვრების თანამონაწილე იყო და საყოველთაო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა. ქალბატონი რუსუდან სიხარულიძე 1998 წელს გარდაიცვალა. მათი უფროსი ვაჟი, ჯაბა პროფესიონალი მოცეკვავე და სპორტსმენი იყო. მან დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და ამჟამად წარმატებული ბიზნესმენია. უმცროსი ვაჟი, ბექა ჰოლივუდის მსახიობია და კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩოგბურთის აკადემიას ფლობს. ბატონ გივის ჰყავს ოთხი შვილიშვილი.
● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE
● Georgian Dance News: CHUB1NA.GE
● https://www.facebook.com/chub1na.ge