✔ ჩუბის 60 კითხვა / სტუმარი: რეზო ჭანიშვილი / CHUB1NA.GE / 11.06.2020

06/17/2020
chub1na.ge-ის მიერ

● რეზო ჭანიშვილი - ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საერთაშორისო პრემიის „ოქროს მარჯვენის“ ლაურეატი, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მედლის, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწინვალებისა“ და „რაინდის“ ორდენის მფლობელი. რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მერვე ფესტივალის ლაურეატი და ოქროს მედლის მესაკუთრე.
● დაჯილდოებულია:
• „მადლიერების მედლით“ (2009 წ.)
• ოქროს მედლით „ქართული კულტურის ამაგდარი“ (2010 წ.)
• ოქროს მედლით „ქართული კულტურის დესპანი“ (2011 წ.)
• მოპოვებული აქვს საქართველოს რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის კომკავშირის პრემიები.
● არის საპატიო მოქალაქე ქალაქების:
ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, ჰამერფესტის (ნორვეგია)
რეზო ჭანიშვილის სახელობისაა:
• ანსამბლი „კოლხეთი“ (თბილისი)
• ანსამბლი „მანანური“ (ოზურგეთი)
• ანსამბლი „მესხი ფრთოსანი“ (ახალციხე)
• თავად მას დაარსებული აქვს:
1. ქუთაისის ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდია (იყო მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი)
2. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვისსახელმწიფო ანსამბლი
3. 1983-85 წლებში წყალტუბოს საქალაქო ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლი
4. საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“
5. სირიის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (დამასკო)
● მისი, როგორც ქორეოგრაფის, ყველაზე მაღალი შეფასება, ალბათ, ის არის, რომ ამ დარგის მეცნიერ-მკვლევრები დიდი ხანია იყენებენ ტერმინს „ჭანიშვილისეული ქორეოგრაფია“, რაც გულისხმობს როგორც მის მიერ დადგმულ ახალ ცეკვებს, ისე არსებული ცეკვების ორიგინალურ ინტერპრეტაციებს.
● ბატონი რეზო ჭანიშვილი არის რამდენიმე საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციის წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მრჩეველთა საბჭოს წევრი.
● პროფ. რეზო ჭანიშვილი არის საქართველოს ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და დაარსებისთანავე ამ კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (თავმჯდომარე ბატონი თენგიზ სუხიშვილი), ხოლო 2011 წლიდან დღემდე არის საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე.
● პროფ. რეზო ჭანიშვილი არის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოში ქორეოლოგიის, როგორც ახალი სამეცნიერო დისციპლინის, ერთ-ერთი შემქმნელი.
● მას შემდეგ, რაც ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააკაშვილის ანტიეროვნული, ანტიქართული პოლიტიკის გატარების გამო, იძულებითი წესით შეუერთეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროფ. რეზო ჭანიშვილი გახდა ამ უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის სპეციალობის მიმართულების ლიდერი და ფოლკლორის ფაკულტეტის კონსულტანტი.
● ბატონი რეზო ჭანიშვილი არის რამდენიმე მონოგრაფიისა და სქელტანიანი წიგნის ავტორი:
1. ფიქრები ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაზე, თბ. 1997 წ.
2. ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის სამსახურში, თბ. 2000 წ.
3. წერილები ქორეოგრაფიაზე, თბ. 2002 წ.
4. ქართული ცეკვის სადიდებელი (გამოჩენილი ადამია¬ნები ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ), თბ. 2008 წ. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და შესავალი წერილით
5. როკვაში განფენილი სული ქართული (პროფ. ალ. დაუშვილთან ერთად), თბ. 2010 წ. 6.დიდი მამულიშვილი - გიორგი სალუქვაძე (პროფ. ოლეგ ალავიძესთან ერთად), თბ. 2013 წ. 7. ქართული ცეკვის სადიდებელი (გამოჩენილი ადამიანები ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ) შევსებული და გადამუშავებული მეორე გამოცემა. თბ. 2015წ.
8. ქართული ხალხური ცეკვა დასაბამიდან მსოფლიო აღიარებამდე (ფუდამენტური გამოკვლევა, მომზადებულია დასაბეჭდად)
● ბატონ რეზო ჭანიშვილს ასევე მრავალი სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული რესპუბლიკის ჟურნალებსა და გაზეთებში. ბატონ რეზო ჭანიშვილს მიეძღვნა:
1. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი ბოსტოღანაშვილის წიგნი: „რეზო ჭანიშვილი“
2. მისი დაბადების 75-ე წლისთავს მიეძღვნა გაზეთის „საქართველოს ქორეოგრაფია“ სპეციალური ნომერი
3. გიორგი სუხიშვილი - ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი, თბ. 1988 (სპეციალური სტატია)
4. თეიმურაზ კომახიძე, აჭარაში ქართული საცეკვაო ფოლკლორის განვითარების ისტორია, თბ. 2001 წ. (სპეციალური სტატია „შემოქმედის მთავარი კრედო“)
5. ამირან ბუთურიშვილი, ზაზა მჟავანაძე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ოსტატები,თბ. 2011 წ. (სტატია „რეზო ჭანიშვილი“)
6. მათზე წერდა „აჭარა“, სერიიდან „დრო და ადამიანები“, ბათუმი, 2010 წ. (სტატია „რეზო ჭანიშვილი“)
7. ისრაფილ დიასამიძე „აჭარის ხალხური შემოქმედების ამაგდარნი“ წიგნი პირველი, ბათუმი, 2014 წ. (სტატია „რეზო ჭანიშვილი“)
● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE
● Georgian Dance News: CHUB1NA.GE
https://www.facebook.com/chub1na.ge

ვიდეოები „chub1na.ge"-ისგან