გოდერძი ჩოხელი / me shen miyvarxar

31.05.2015 07:32

გოდერძი ჩოხელი / დაბადების თარიღი: 2 ოქტომბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი: 16 ნოემბერი, 2007 (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია: მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ჩოხი, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.

1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში; 1979 წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად; 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი "წერილი ნაძვებს" (1980); წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა; 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "ბინდისფერი ხეობა" (1981), "თევზის წერილები" (1989), "შემინახე, დედაო მიწავ!" (1991), "სულეთის კიდობანი", "არჩევნები სასაფლაოზე"; ლექსების კრებული "ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე "შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: "მგელი" (1988), "მღდვლის ცოდვა" (1990), "ადამიანთა სევდა" (1984), "სულეთის კიდობანი". გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1980-2007)
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1981-2007)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1998 - ანაპის ფესტივალი "კინოშოკი", საუკეთესო სცენარი (პრიზი)
ფილმისათვის "ლუკას სახარება"
1997 - ანაპის ფესტივალი "კინოშოკი" (გრან–პრი)
ფილმისათვის "სამოთხის გვრიტები"
1992 - თბილისის "ოქროს არწივი" ფესტივალი, პრიზი
საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის
1991 - იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი
1991 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
ფილმისათვის "ცოდვის შვილები"
1991 - "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი მონტე–კარლოს კინოფესტივალზე
ფილმისათვის "ცოდვის შვილები"
1982 - ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი, გრან–პრი
ფილმისათვის "აღდგომა"
ბიბლიოგრაფია    • გოდერძი ჩოხელი / me shen miyvarxar

გაზიარება:
Mankanebi