ოთარ იოსელიანს 85 წელი შეუსრულდა

02.02.2019 00:42

ქართველ კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს 85 წელი შეუსრულდა. რეჟისორი არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმის ავტორია, მათ შორის არის: "გიორგობისთვე", რომლისთვისაც რეჟისორმა კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა.

რეჟისორის ცნობილი ფილმებია ასევე, „იყო შაშვი მგალობელი“ და „პასტორალი“. ამ უკანასკნელმა ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.  80-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მოღვაწეობს.

რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხი და სტუდია "ეპოქა" წარმოგიდგენთ ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმს – "შავ-თეთრი". ფილმი ეთერში დღეს, 20:00 საათზე გავა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub