რეგიონული არქივის ახალი შენობა

26.09.2021 01:36

იუსტიციის მინისტრმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა. საარქივო დოკუმენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება. შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით სამსართულიანი არქივ-საცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების დაცულ საარქივო მასალებს, - ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს. ამასთან, შენობის განახლებისას, ადგილზე მე-18-19 საუკუნის არქეოლოგიური ნაშთი აღმოაჩინეს - ძველი შენობის ფრაგმენტები, რომელიც ახლა დამთვალიერებლისთვის ღიაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: