#მოამბე 21 საათზე, პირველი დეკემბერი, 2023 #LIVE

01.12.2023 01:05:25

• საქართველოს პრემიერი მსოფლიო ლიდერთა სამიტზე და დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა - ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შარლ მიშელთან, აუდიენციაზე განხილული საკითხები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე; „მოამბე“ დუბაიდან • 7-დღიანი ზავის შემდეგ განახლებული საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში და რეგიონში შექმნილი ვითარება - ისრაელი სამხედრო ოპერაციის დაწყებას „ჰამასის“ მიერ ზავის პირობების დარღვევას უკავშირებს; საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ცეცხლის შეწყვეტის გზებს ეძებს • საქართველო და თურქეთი გაფორმებული მემორანდუმით სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებენ - ახალი შესაძლებლობა ქართველი მეზღვაურებისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე დასაქმების პერსპექტივა; სპეციალისტები სექტორის განვითარების შანსებსა და ქვეყნის ფინანსურ სარგებელზე საუბრობენ • კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე - 140-მდე გაციფრებული ფოტო, ფირზე გადატანილი საქართველოს სამეურნეო ცხოვრება გასულ საუკუნეში და ძველი თბილისის ხედები ცნობილი მხატვრის მდიდარ მემკვიდრეობაში ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: