რეგიონული არქივის ახალი შენობა


იუსტიციის მინისტრმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა. საარქივო დოკუმენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება. შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით სამსართულიანი არქივ-საცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების დაცულ საარქივო მასალებს, - ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს. ამასთან, შენობის განახლებისას, ადგილზე მე-18-19 საუკუნის არქეოლოგიური ნაშთი აღმოაჩინეს - ძველი შენობის ფრაგმენტები, რომელიც ახლა დამთვალიერებლისთვის ღიაა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან