ზუგდიდის საავადმყოფოსთან შოთიკო ცირგაიას დედამ აქცია გამართა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში 2016 წელს გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ცირგაიას დედის ირინა წურწუმიას თქმით, შოთიკოს სიკვდილიდან ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი, დადგინდა თუ არა ექიმის ბრალეულობა. "სამი წლის წინ დავკარგე 19 წლის შოთა ცირგაია, უბრალო გაციების გამო. სამი წელი სრულდება და ჯერ ოჯახს არ გვაქვს პასუხი, არის თუ არა დამნაშავე ექიმი. განა ბევრ რამეს ვითხოვთ, დაასრულოს ექსპერტიზამ თავისი საქმე, თქვან, არიან თუ არა დამნაშავეები, თუ არ არიან, ისიც თქვან. ნუთუ ამდენი დრო სჭირდება ერთი საქმის გადახედვას. ექსპერტიზის პასუხი არის, რომ შოთიკო გარდაცვლილია ჟანგბადის უკმარისობის გამო. ახლა უნდა დაამტკიცონ, მაია ჯალაღონია არის თუ არა დამნაშავე და ის ჯგუფი, რომელიც მის გვერდით იყო იმ საღამოს“, - ამბობს გარდაცვლილის დედა ირინა წურწუმია. ოჯახის ახლობლები საქმის დასრულებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვეევაში, გარდაცვლილის დედა საკუთარ საქციელზე პასუხს არ აგებს. შოთიკო ცირგაიას დეიდის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. „ვერ ვამშვიდებთ ოჯახის წევრები. ვერც შვილები. ოქტომბერში სრულდება შოთიკოს გარდაცვალებიდან სამი წელი. ჩემი და ამბობს, რომ საკუთარ თავზე არ აგებს პასუხს და არ მინდა ჩემმა დამ რაიმე ცუდი ჩაიდინოს“, - ამბობს დიანა წურწუმია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კომენტარს არ აკეთებენ. საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობდა. ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ, ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
შოთიკო ცირგაიას დედამ ზუგდიდის საავადმყოფოსთან შიმშილობა დაი...
STV NEWS
მასობრივი ვაქცინაცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის საავადმყოფოდან გადმოვარდილი ბავშვი ქუთაისში გადაიყვ...
Radio Atinati
ტრეფიკინგის შესაძლო ფაქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავა...
Radio Atinati
პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავა...
Prime Time
ექიმი: მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
Radio Atinati
ქვეყნის მასშტაბით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster