მასობრივი ვაქცინაცია ზუგდიდში
ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად, ვაქცინაცია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესში 25 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „სინოფარმით“, „სინოვაკით“ და „ასტრაზენეკათი“კეთდება. მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ცნობილი ქორეოგრაფი, ანსამბლ „ჩელას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, თამაზ მოსია. ასევე, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი ლაშა შეროზია და თეატრის ხელმძღვანელი ზურაბ ეგუტია აიცრნენ. რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია 12 500-მდე მოქალაქე. აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული წესით, დაწესებულების ცხელ ხაზზე ან პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
როგორ მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაცია სამეგრელოში
Livepress. ge
ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასობრივი ვაქცინაცია
TV IMEDI
მასობრივი ვაქცინაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასობრივი ვაქცინაცია
TV IMEDI
მასობრივი ვაქცინაცია
TV IMEDI
მასობრივი ვაქცინაცია
TV IMEDI
მასობრივი ვაქცინაცია
TV IMEDI