ქვეყნის მასშტაბით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი იმყოფება
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი იმყოფება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ამავე კლინიკაში განაგრძობს. დაავადება მსუბუქი ფორმით, დაბალი ტემპერატურით, პნევმონიის გარეშე მიმდინარეობს. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც საფრანგეთში სწავლობს. უკვე სახლშია გაწერილი გამოჯანმრთელებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან. ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი რჩება. ორ პაციენტთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. მესამე შედარებით მძიმე პაციენტთან შეინიშნება მცირედ დადებითი დინამიკა. საჩხერეში ამ ეტაპზე 54 მოქალაქეა კარანტინში, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის კარანტინში იმყოფება 220 მოქალაქე, წყალტუბო პლაზაში - 90, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 13 მოქალაქე. რეგიონში თვითიზოლაციაში სულ 515 პირია მოთავსებული. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექვსი პაციენტია. მათ შორისაა ჩვილი, რომელიც ცხელებისა და ხველის ნიშნებით გუშინ საღამოს შეიყვანეს. ოთხი პაციენტის ლაბორატორიული ნიმუშები გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში. ოთხივე ერთი ოჯახის წევრია, ისინი თურქეთიდან 19 მარტს ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სტაბილურია 67 წლის მამაკაცის მდგომარეობაც, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში „კოვიდ 19“-ის დადასტურების ახალი ფაქტი არ გამოვლენილა. ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 52 პირი რჩება, აქედან 39 სამხედრო მოსამსახურეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...
Georgian Government
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
Georgian Government
პრევენციული ღონისძიებები და 112 ის ახალი სერვისი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი აგვისტოს ომიდან - ქვეყნის მასშტაბით ომში დაღუპულ გმი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster