ზუგდიდის საავადმყოფოდან გადმოვარდილი ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოვარდილი მცირეწლოვანი ბავშვი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ეზოში დაშავებულის ახლობლები იმყოფებოდნენ. „არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ მეოთხე სართულიდან გადავარდა. მადლობასამედიცინო პერსონალს და მადლობა უფალს, რომ ბავშვი ცოცხალია. ჯერჯერობით, ქუთაისში გადაჰყავთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის დეიდამ მაია მიქავამ. კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის მენეჯერის მაკა მალანიას ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა უკიდეურესად მძიმეა. „ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები აღენიშნება. ასევე, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. ბავშვთა რეანიმაცია ესაჭიროება“, - აღნიშნა მალანიამ. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ის ჰოსპიტალში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ექიმი: მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
Radio Atinati
ტრეფიკინგის შესაძლო ფაქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავა...
Radio Atinati
პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავა...
Prime Time
ქვეყნის მასშტაბით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის საავადმყოფოსთან შოთიკო ცირგაიას დედამ აქცია გამართა
Radio Atinati
შოთიკო ცირგაიას დედამ ზუგდიდის საავადმყოფოსთან შიმშილობა დაი...
STV NEWS
მასობრივი ვაქცინაცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster