საყოველთაო აღწერა იწყება


„სტატისტიკის ეროვნული სამსახური\" საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. სტატისტიკის სამხახურის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე აღწერისთვის კითხვარის შევსების სპეციფიკა და ვადები განიხილეს. პროექტი კახეთის რეგიონში შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები ადამიანების სიების შედგენას ითვალისწინებს. მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობას 339 საველე რეგისტრატორი, 34 ლოკალური და 8 რაიონის ზედამხედველი იღებს. „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის\" მიერ აღწერის პროცედურა 16-დან 29 ივლისამდე გაგრძელდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12igeXu

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან