„გავიგოთ, რამდენი ვართ,\"- 16 ივლისს კახეთში მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი იწყება. ამის შესახებ თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს, რომელსაც დაინტერესებული პირები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპის მიზანია მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის სავარაუდო დადგენა, რომელიც მე-2 ეტაპის განხორციელებისთვის აუცილებელი ელემენტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღწერას გაეროს ფონდისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ატარებს, რომელიც 18 მილიონი ლარით არის დაფინანსებული.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13e5MAc
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13e5MAc